ფეხბურთი

16:14 | 8.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდში" ჩაკვეტაძეს ახალი მწვრთნელი ეყოლება

"უოტფორდმა" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან პაულო პეცოლანო არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლა და მის ადგილს ესპანელი სპეციალისტი ხავი გარსია დაიკავებს, რომელსაც "უოტფორდში" უკვე უმუშავია ( 2018/2019 წლებში).

პაულო პეცოლანო "უოტფორდში" ახალი სეზონის დაწყებამდე დაინიშნა და მისი ხელმძღვანელობით კლუბმა ჩემპიონშიფში 9 მატჩი ჩაატარა (3 მოგება, 3 ფრე და 3 წაგება), ხოლო ერთი მატჩი კლუბმა EFL თასზე გამართა, რომელიც წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

რაც შეეხება ხავი გარსიას, სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში "უოტფორდის" გარდა: "რუბინში", "მალაგაში", "ოსასუნაში", "ალმერიაში", "ვალენსიაში" და ბოლოს "ლიდსში" მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ "უოტფორდს" 9 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს და ჩემპიონშიფის გათამაშებაში მე-11 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.093057