ლონდონის „არსენალის“ პრესსამსახურმა სოციალურ მედიაში განაცხადა, რომ ცენტრალურ მცველ უილიამ სალიბასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ადრე, ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ დაწერა რომ ფეხბურთელი 2030 წლამდე გააფორმებდა კონტრაქტს.
ფრანგი მცველი „არსენალში“ 2019 წლიდან თამაშობს. ონლაინ პორტალი Transfermarkt 24 წლის ფეხბურთელის საბაზრო ღირებულებას 80 მილიონ ევროდ აფასებს. სალიბამ ამ სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში ოთხი მატჩი ჩაატარა. მას ასევე ერთი თამაში და ერთი საგოლე გადაცემა აქვს ინგლისის ლიგისთასზე.
ამ სეზონში ექვსი ტურის შემდეგ, „არსენალი“ პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა.






