ფეხბურთი

16:52 | 14.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

თომას მიულერი: “გერმანიის ნაკრებს და “ბაიერნს” შვაინშტაიგერი სჭირდება”

გერმანიის ეროვნული ნაკრების შემტევს თომას მიულერს უხარია, რომ შვაინშტაიგერი მინდორს უბრუნდება.

“გუნდისთვის მნიშვნელოვანია შვაინშტაიგერის მსგავსი მაღალი დონის ფეხბურთელების ყოლა. გაიხსენეთ როგორ ითამაშა ბასტიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე. მისი დაბრუნება პოზიტიური და ეფექტური იქნება როგორც ნაკრებისთვის, ასევე “ბაიერნისთვის”. ფეხბურთელებისთვის სასარგებლოა ასეთ გამოცდილ მოთამაშესთან ერთად ასპარეზობა”, – აღნიშნა მიულერმა.

ბასტიანს 3 თვეა მუხლის ტრავმის გამო არ უთამაშია. შვაინშტაიგერმა გასულ სეზონში 44 მატჩში ჩაატარა 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

0.11757