სერბი ფორვარდი ალეკსანდრ მიტროვიჩი კარიერას „ალ რაიანში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
30 წლის ფეხბურთელი „ალ-ჰილალის“ გეგმებში აღარ შედიოდა და მის წასვლას მწვანე შუქი აუნთო. მან კატარულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ალეკსანდრ მიტროვიჩმა „ალ-ჰილალში“ 2023 წლიდან 79 მატჩში 68 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ფულჰემის“, „ნიუკასლის“, „ანდერლეხტის“, „პარტიზანისა“ და „ტელეოპტიკის“ ღირსებას იცავდა.







