ფეხბურთი

12:24 | 2.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოლექსანდრ ზინჩენკო „არსენალიდან“ „ნოტინგემ ფორესტში“ იჯარით გადავიდა

უკრაინელინ მცველი ოლექსანდრ ზინჩენკო „არსენალიდან“ „ნოტინგემ ფორესტში“ იჯარით გადავიდა. ამის შესახებ „ფორესტერსის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია.

მოთამაშის იჯარის ხელშეკრულება მის ახალ გუნდთან ერთწლიანია.

გასულ სეზონში ზინჩენკომ ყველა ტურნირზე 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ერთი ბურთი გაიტანა და ერთიც საგოლე გადაცემა მიითვალა.

კარიერის განმავლობაში ფეხბურთელი ასევე თამაშობდა „უფას,“ „მანჩესტერ სიტისა“ და პსვ-ს შემადგენლობაში. მანკუნიანელთა შემადგენლობაში ფეხბურთელი ოთხჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ოთხჯერ მოიგო ინგლისის ლიგის თასი, ერთხელ ასოციაციის თასი და სუპერთასი.

„ნოტინგემ ფორესტი“ ამჟამად პრემიერ ლიგის ცხრილში მე-10 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097129