ფეხბურთი

0:36 | 2.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ლივერპულმა" ისაკი დაიმატა

„ლივერპულს“ „კრისტალ პალასიდან“ მარკ გეჰის ტრანსფერი ჩაუვარდა, მაგრამ „ნიუკასლიდან“ ალექსანდერ ისაკის გადაბირება მაინც შეძლო.

ტრანსფერის ღირებულება დაახლოებით 144 მილიონი ევროა და ეს პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გარიგებაა, ხოლო ფეხბურთელმა „წითლებთან“ კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

შვედს „ლივერპულში“ გადასვლა სურდა, რის გამოც „ნიუკასლში“ ვარჯიშზეც უარს ამბობდა. მან საბოლოოდ მიზანს მიაღწია და ამიერიდან „წითლებში“ ითამაშებს. მან 9-ნომრიანი მაისური მოირგო.

ალექსანდერ ისაკი „ნიუკასლში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 109 მატჩში 62 გოლი გაიტანა. მანამდე ის „სოსიედადის“, „დორტმუნდის“, „ტილბურგის“ და „აიკის“ წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.224484