პორტუგალიის ჩემპიონატის მესამე ტურში ლისაბონის „სპორტინგმა“ სტუმრად „ნასიონალი“ 4:1 დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.
გიორგი ქოჩორაშვილი არ იყო ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ 32-ე წუთზე ტრავმირებულ მორიტას ნაცვლად შევიდა მოედანზე, როცა ლისაბონელები აგებდნენ. ხუთი წუთის შემდეგ გიორგიმ მეტოქეს ყვითელი ბარათი მიაღებინა, რომელიც მისთვის მეორე იყო და შესაბამისად, „ნასიონალი“ თამაშში 10 კაცით დარჩა.
მეორე ტაიმში „სპორტინგმა“ რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა, მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა და გაიმარჯვა.
გიორგი ქოჩორაშვილს მიმდინარე სეზონში სამი მატჩი აქვს ჩატარებული, „სპორტინგი“ 9 ქულით ლიდერია, ხოლო მომდევნო ტურში 30 აგვისტოს, „პორტუს“ უმასპინძლებს.









