თამაშგარე

10:12 | 15.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

მექსიკის პრეზიდენტმა „ჩიჩარიტო“ გააკრიტიკა

მექსიკის ქალი პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი ბოლო დროს ხშირად ახსენებს ერთ დროს "მანჩესტერ იუნაიტედში" მობურთალ, ახლა კი სამშობლოში დაბრუნებულ ხავიერ ერნანდესს, რომელსაც საფეხბურთო საზოგადოება "ჩიჩარიტოს" უხმობს.

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ერნანდესმა ერთ-ერთ მექსიკურ სატელევიზიო შოუში განანცხადა, რომ თანამედროვე ქალები მამაკაცებს ნაკლებ პატივს სცემენ და არ აფასებენ მათ გარჯას ოჯახის წინაშე. "ჩიჩარიტომ" ქალებს მოუწოდა, დააფასონ კაცები, თორემ ამით საბოლოო ჯამში თავადვე დაზარალდებიან.

ეს განცხადება სხვა მრავალ ფემინისტ ქალთან ერთად, თვალში არ მოუვიდა მექსიკის აწუკვე ხსენებულ ქალბატონ პრეზიდენტსაც და 37 წელს მოყრილ ფეხბურთელს მოუწოდა დამშვიდდეს და რჩევები სხვებისთვის შეინახოს, რადგან ქალებს მისი ჭკუის დასარიგებელი არაფერი სჭირთ.

"აი მე მაგალითად, დიასახლისიც ვარ, პრეზიდენტიც, ქვეყნის მთავარდსარდალიც და არც ქმრის პატივიცემა მაინც მავიწყდება" - ამბობს სენიორა კლაუდია და ამით მექსიკელი ქალების აღფრთოვანებას იწვევს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093099