ფეხბურთი

12:55 | 11.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს "ტოტენჰემთან" მატჩში ჟოაუ ნევეში ვერ დაეხმარება

"პარი სენ-ჟერმენი" ახალი სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს 13 აგვისტოს გამართავს, სადაც უეფას სუპერთასის ფინალში ევროპა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება.

როგორც ცნობილი ხდება, აღნიშნულ მატჩში პარიზულ კლუბს ნახევარდაცვის გამორჩეული წევრი ჟოაუ ნევეში ვერ დაეხმარება, მიზეზი კი დისკვალიფიკაციაა, რომელიც პორტუგალიელს სადისწიპლინო კომიტეტმა დაუკისრა. საქმე ეხება მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მომხდარ ფაქტს, ნევეშმა "ჩელსის" ესპანელ ფეხბურთელ მარკ კუკურელიას თმებში მოქაჩა, რის გამოც შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ახალგაზრდა ფეხბურთელი მოედნიდან გააძევა. ამ საქციელის გამო ჟოაუ ნევეში 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, რომელიც ყველა ტურნირზე იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენისა" და "ტოტენჰემის" მატჩი იტალიაში, ქალაქ უდინეში გაიმართება. შეხვედრა ჩვენი დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.124372