„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლაიფციგიდან“ ბენჟამინ შეშკო დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
სლოვენიელი ფორვარდის სანაცვლოდ ინგლისელებმა ბონუსების ჩათვლით 85 მილიონი ევრო გაიღეს და მასთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.
„მანჩესტერ იუნაიტედის” ისტორია, ცხადია, განსაკუთრებულია, მაგრამ რაც ნამდვილად მახარებს, მომავალია. როდესაც პროექტზე ვისაუბრეთ, ცხადი იყო, რომ ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ ამ გუნდმა რაც შეიძლება სწრაფად განაგრძოს ზრდა და კვლავ იბრძოლოს მნიშვნელოვანი ტიტულებისთვის. ეს აშკარად იდეალური ადგილია ჩემთვის, რათა ჩემს პიკს მივაღწიო. მოუთმენლად ველი რუბენთან და ჩემს თანაგუნდელებთან მუშაობას, რათა მივაღწიოთ იმ წარმატებას, რომლის მიღწევაც, ყველამ ვიცით, ერთად შეგვიძლია“, - თქვა სლოვენიელმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფორვარდი „ლაიფციგში“ 2023 წლიდან თამაშობდა და 87 მატჩში 39 გოლი გაიტანა. მანამდე სლოვენიელი „ზალცბურგისა“ და „ლეფერინგის“ წევრი იყო.






