„ლივერპული“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო კვირებში სრულად ალექსანდერ ისაკის ტრანსფერზეა ორიენტირებული.
„წითლებს“ ახალი წინადადება მზად აქვთ წარსადგენად, თუ „ნიუკასლი“ ტრანსფერისთვის კარს გააღებს. შვედ ფორვარდს პოზიცია არ შეუცვლია: მას არ სურს „ნიუკასლში“ დარჩენა და „ლივერპულში“ გადასვლა უნდა.
„წითლები“ მზად არიან ისაკის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადონ, თუმცა „ნიუკასლმა“ ჯერ მისი შემცვლელი ვერ იპოვა, რაც ფეხბურთელის გაყიდვას აფერხებს.
ალექსანდერ ისაკი „ნიუკასლში“ 2022 წლიდან თამაშობს და 109 მატჩში 62 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „სოსიედადის“, „დორტმუნდის“, „ტილბურგის“ და „აიკის“ წევრი იყო.






