კალათბურთი

15:29 | 6.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

კამარ ბოლდუინი მიუნხენის "ბაიერნში" ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი კამარ ბოლდუინი კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს. გერმანულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიცილურად დაადასტურა.

ბოლდუინმა „ბაიერნთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გერმანიაში „ბასკონიადან“ დაბრუნდა, რომელიც ცოტა ხნის წინ დატოვა.

„მოუთმენლად ველი მიუნხენში თამაშს. მწვრთნელმა გორდიმ და გენერალურმა დირექტორმა დრაგანმა დიდი შრომა გასწიეს ჩემს დასამატებლად. გარკვეულწილად ვიცნობ „ბაიერნს“ და გერმანიის ჩემპიონატს, თუმცა ბევრი რამ შეიცვალა. მინდა გერმანიის ჩემპიონატის მოგება და ევროლიგის პლეი-ოფში გასვლაში გუნდის დახმარება. გასულ სეზონში რამდენიმე მიზეზის გამო საუკეთესო კალათბურთი ვერ ვითამაშე. თუმცა, მზად ვარ, მიუნხენში ჩემი სტილი გამოვიყენო, რომელიც ნამდვილად აგრესიულია, მოედნის ორივე მხარეს“, - თქვა კამარმა.

„კამარი ლიდერის უნარ-ჩვევების მქონე მცველია, რომელიც ყოველთვის თავისი გუნდისთვის თამაშობს. ის წლიდან წლამდე სტაბილურად ვითარდებოდა, როგორც კალათბურთელი, ითამაშა ევროლიგაში და ასევე შთამბეჭდავი წვლილი შეიტანა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებში. ვიცით, რომ ის შესანიშნავი თანაგუნდელი და ასევე შესანიშნავი პიროვნებაა. ჩვენ ვიღებთ მოთამაშეს, რომელსაც პიკი ჯერ არ ჰქონია და რომელიც ყველაფერს გააკეთებს „ბაიერნის“ ოჯახისთვის“, - თქვა გერმანული გუნდის გენერალურმა დირექტორმა დრაგან ტარლაციმ.

აქვე გეტყვით, რომ კამარ ბოლდუინს კარიერის განმავლობაში „ბატლერის უნივერსიტეტში“, „ანკარაში“, „გოტინგემში“, „ტრენტოსა“ და „ბასკონიაში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091034