ინგლისურ „ნიუკასლ იუნაიტედს“ შემთხვევით პირველი გუნდის მარცხენა მცველი მეტ ტარგეტი სეულში (სამხრეთ კორეა) დაავიწყდა, სადაც „კაჭკაჭები“ სეზონისწინა შეკრებას ატარებდნენ. ამის შესახებ კლუბთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა, ფრენსის ჩიპმა, სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.
წყაროს ცნობით, კლუბმა 29 წლის ინგლისელის არყოფნის შესახებ დიდ ბრიტანეთში ჩასვლისთანავე განაცხადა. აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელი სეულში დარჩა. კლუბის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ფეხბურთელი უსაფრთხოდ არის და მალე სპეციალური რეისით გუნდს დაუბრუნდება.
ტარგეტი „კაჭკაჭების“ შემადგენლობაში 2022 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მცველმა ყველა შეჯიბრში შვიდი მატჩი ჩაატარა და სამი საგოლე გადაცემა შეასეულა.









