ფეხბურთი

17:05 | 1.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სასუოლოს" შეთავაზება "ემპოლის" საბა გოგლიჩიძის ტრანსფერზე

„ემპოლის“ ფეხბურთელი საბა გოგლიჩიძე დიდი შანსია „სასუოლოში“ გადავიდეს. იტალიური მედიის ცნობით, 21 წლის ქართველი მცველი „ნეროვერდისთან“ ახლოსაა.

„სასუოლოს“ სპორტული დირექტორი ჯოვანი კარნევალი „ემპოლის“ გოგლიჩიძის სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს, პლუს ფეხბურთელს, ლუკა მოროს სთავაზობს. თუმცა არაა გამორიცხული გარიგებაში კლუბებმა სხვა ფეხბურთელი ჩართონ, რადგან „ემპოლის“ „სასუოლოდან“ სამუელე მულატიერი და ნიკოლას პიერინიც მოსწონს.

გოგლიჩიძით „სასუოლოს“ გარდა, სხვა კლუბებიც ინტერესდებიან, მაგალითად, „კალიარი“ და დანიური „მიდტიულანდი“, მაგრამ ამ ეტაპზე როგორც ჩანს, „სასუოლო“ უფრო ახლოსაა მის შეძენასთან. ეს კლუბი სერია A-ში ახლახან დაბრუნდა და გუნდში მთავარ მწვრთნელად ფაბიო გროსო მუშაობს.

საბა გოგლიჩიძემ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე პასი მიითვალა. ქართველ მცველს „ემპოლისთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088562