„ნოტინგემ ფორესტმა“ „ბოლონიადან“ შვეიცარიელი შემტევი, დან ნდოიეს დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ნდოიე ინგლისურ კლუბს 46 მილიონ ევროდ შეუერთდა და კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა. მისი ხელფასი სეზონში 5 მილიონი ევრო იქნება. ნდოიეს გადაბირება „ნაპოლისაც“ სურდა, მაგრამ „ნოტინგემმა“ აჯობა.
დან ნდოიე ბოლონიაში 2023 წლიდან თამაშობდა და 75 მატჩში 11 გოლი გაიტანა. მანამდე „ლოზანას“, „ნიცასა“ და „ბაზელის“ ღირსებას იცავდა.
აღსანიშნავია, რომ იტალიურ მედიაში გავრცელებული ცნობით, „ბოლონიას“ ნდოიეს შემცვლელად აგენტებმა ზურიკო დავითაშვილი შესთავაზეს.





