ფეხბურთი

16:03 | 31.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

კარლეს პერესს ოპერააცია არ სჭირდება და საავადმყოფოდან გაწერენ

„ბარსელონას“ ყოფილ ფეხბურთელს, კარლეს პერესს, რომელიც ამჟამად სალონიკის „არისის“ წევრია ძაღლმა უკბინა, რის გამოც საავადმყოფოში მოხვდა.

27 წლის ესპანელი ქუჩაში თავის ძაღლს ასეირნებდა, როდესაც მას სხვა ძაღლმა საზარდულის არეში უკბინა. როგორც თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, სასქესო ორგანო დაზიანებული არ არის, ასე, რომ თავდაპირველი ინფორმაცია სიმართლე არ გამოდგა.

პერესი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა, მაგრამ ოპერაცია არ სჭირდება, რის გამოც უახლოეს ხანში ჰოსპიტლიდან გაწერენ და სახლში დაბრუნდება.

კარლეს პერესს „ბარსელონაში“, „რომაში“, „სელტაში“ და „ხეტაფეში“ უთამაშია, ხოლო „არისთან“ კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168109