საქართველოს ნაკრების და „ლიონის“ ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე „პარიზისთვის“, რომელიც ლიგა 1-ში ახლახან გადავიდა, ძვირია.
როგორც ჟურნალისტი საშა ტოვალიერი იტყობინება, „პარიზის“ მთავარი სამიზნე თავდასხმის გასაძლიერებლად სტეფან ალბინია, მაგრამ კლუბი მის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროზე გადახდას არ აპირებს. კიდევ ერთი რეალური ვარიანტი „სენტ ეტიენიდან“ ლუკას სტასინის შეძენაა, ხოლო გიორგი მიქაუტაძე, რომელშიც „ლიონი“ 35 მილიონ ევროს ითხოვს, „პარიზისთვის“ ძალიან ძვირია.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.






