ფეხბურთი

23:13 | 18.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალმა" სამი ფეხბურთელი დაიმატა

წყალტუბოს „სამგურალმა" საფეხბურთო სეზონის განახლებამდე სამი ახალი ფეხბურთელი დაიმატა. ესენი არიან: 23 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველი პაბულო რაიანი, 27 წლის ბრაზილიელი შემტევი ველისონ ოლივეირა და 21 წლის მარჯვენაფლანგელი თემურ გოგნაძე.

დღეს კლუბის სპორტულმა დირექტორმა გიორგი ნერგაძემ ახალწვეულებს სიმბოლურად სათამაშო მაისურები გადასცა და მათ წარმატებული საფეხბურთო სეზონი უსურვა.

პაბულო რაიანი "სამგურალს" ბრაზილიური „მანაუარადან" შეუერთდა. მან ოთხივე ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. რაიანი ჩვენს გუნდში 39 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ოლივეირა კარიერის მანძილზე ძირითადად ბრაზილიურ კლუბებში ასპარეზობდა. ,,სამგურალში" იგი ავსტრალიური „ნიუკასლ ჯეტიდან" გადმოვიდა. ბრაზილიელი შემტევი ჩვენს კლუბში 9 ნომრიან მაისურს მოირგებს.

თემურ გოგნაძე თბილისის „დინამოს" აღზრდილია და ბოლოს „თელავის" ღირსებას იცავდა. გოგნაძე „სამგურალში" 22 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

თეგებისამგურალი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159351