ფეხბურთი

14:44 | 14.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკეს დისკვალიფიკაცია ემუქრება

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს დისკვალიფიკაცია ემუქრება. მიზეზი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ ჩხუბია.

პსჟ-ს თავკაცმა ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელ ჟოაო პედროს დაარტყა, რის შემდგომაც ბრაზილიელი ძირს დაეცა. ვეტერანი მსაჯის, იტურალდე გონსალესის თქმით, ფიფას შეუძლია ესპანელი მკაცრად დასაჯოს, მიუხედავად იმისა, რომ ტურნირი დასრულდა.

ლუის ენრიკეს რამდენიმემატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმაც ემუქრება. ყველაფერი უახლოეს დღეებში უნდა გაირკვეს.

შეგახსენებთ, რომ პსჟ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ლონდონის „ჩელსის“ წინააღმდეგ 0:3 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095155