ფეხბურთი

17:24 | 10.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" დანიელი ფეხბურთელი დაიმატა

ლონდონის „არსენალმა“ „ბრენტფორდიდან“ დანიელი ნახევარმცველი კრისტიან ნორგორი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

31 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ „მეთოფეებთან“ კონტრაქტს ხელი მოაწერა. ტრანსფერის ღირებულება 13.5 მილიონი ევროა, ხოლო მხარეებს შორის ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. ის "არსენალში" 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

კრისტიან ნორგორი კარიერის განმავლობაში „ლიუნგბიუში“, „ჰამბურგში“, „ბრონდბიუსა“ და „ფიორენტინაში“ თამაშობდა, ხოლო „ბრენტფორდში“ 2019 წლიდან 196 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 18 საგოლე პასი გააკეთა.

დანიის ნაკრებში მას 35 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161181