ფეხბურთი

23:13 | 25.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" ხორვატი მცველი დაიმატა

29 წლის ხორვატი ცენტრალური მცველი მატეი შიმიჩი „ტორპედოს“ ღირსებას დაიცავს.

შიმიჩი „ტორპედოს“ რუმინული „სეპსიდან“ შეუერთდა. მანამდე კარიერის დიდი ნაწილი ხორვატმა ფეხბურთელმა ესპანურ კლუბებში გაატარა.

სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, “ტორპედოს“ ახალწვეულმა კლუბთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა.

ხორვატ ფეხბურთელს არაერთ გუნდში უთამაშია, მათ შორის, ყველაზე სახელიანი ესპანური „ნუმანსიაა“, რომლის რიგებში 2022-2023 წლების სეზონში გამოდიოდა, ხოლო სხვა ესპანური კლუბებია: "ტორევიეხა", "მურო", "ამორებიეტა", "ლეიდა" და "ლოგრონესი".

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089353