კალათბურთი

2:55 | 18.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ვირტუსის" პრეზიდენტმა "ბარსელონა" დაადასტურა: "შენგელია მიყვარს, სამაგალითო საქციელი გვაჩვენა"
თორნიკე შენგელია "ბარსელონაში" ითამაშებს

საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს. ეს ინფორმაცია „ვირტუს ბოლონიას“ მფლობელმა მასიმო ძანეტიმ იტალიის ჩემპიონატის მოგების შემდეგ დაადასტურა.

„მიზანი ახალგაზრდა გუნდის შექმნაა. შენგელია დაგვტოვებს და ბელინელი სავარაუდოდ, კარიერას დაასრულებს. ჩვენი მიზანია გუნდის გაახალგაზრდავება და შემადგენლობის გაფართოება, რადგან სეზონი ძალიან რთული იქნება. გვჭირდება ახალგაზრდა, ძლიერი და მყარი სპორტსმენები. აქტიურად ვართ ბაზარზე, მაგრამ მხოლოდ ის მოთამაშეები მინდა, რომლებიც ნამდვილად მოტივირებულები არიან „ვირტუსის“ მაისურით თამაშისთვის. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გუნდი ისეთივე კონკურენტუნარიანი იყოს, როგორიც ამჟამინდელია, თუ არა უფრო ძლიერი.

შენგელია მიყვარს, ისევე როგორც მისი მეუღლე. ვუთხარი, რომ როდესაც ბარსელონაში ჩავალ, მათ ვესტუმრები. მან მიიღო შეთავაზება, რომელზეც უარი ვერ თქვა: ეს ცხოვრებისეული არჩევანი იყო. მას ესპანეთში აქვს ცხოვრების უფლება და სწორია, რომ მომავალზე ფიქრობს.

თუმცა ამ ბოლო თამაშებში მან ყველაფერი გააკეთა, არასდროს მინახავს ასე კარგად თამაში. მან ბოლო მომენტამდე უზარმაზარი პროფესიონალიზმი აჩვენა, ნამდვილად სამაგალითო საქციელი“, - თქვა ძანეტიმ.

შეგახსენებთ, თორნიკე შენგელიამ ძალიან მაგარი სეზონი ჩაატარა, განსაკუთრებით, სეზონის ბოლო ნაწილი და ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა. თორნიკე შენგელია პირველად გახდა იტალიის ჩემპიონი, მას 2020 წელს ესპანეთის ჩემპიონატიც აქვს მოგებული „ბასკონიას“ რიგებში. მას ესპანეთში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, ახალი სეზონიდან კი, "ბარსელონას" ღირსებას დაიცავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.0902