ფეხბურთი

13:36 | 8.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" მენიოს ტრანსფერზე "ჩელსის" პირველ შეთავაზებას არ დათანხმდა

ლონდონის „ჩელსის“ „მილანისა“ და საფრანგეთის ნაკრების მეკარის, მაიკ მენიოს დამატება სურს.

თუმცა, ჯერჯერობით, კლუბები ვერ თანხმდებიან. „ჩელსის“ პირველი შეთავაზება ბონუსების ჩათვლით 20 მილიონ ევროსაც კი არ აღწევდა, რაც „მილანმა“ უარით გაისტუმრა.

იტალიური კლუბი ფრანგ მეკარესთან განშორებას 30 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს. ორშაბათს, სავარაუდოდ, გადამწყვეტი დღე იქნება ფეხბურთელის ტრანსფერზე.

მაიკ მენიო „მილანმა“ 2021 წელს დაიმატა, ხოლო მანამდე ფრანგი სამშობლოში, „ლილის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092439