ფეხბურთი

13:20 | 7.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "ეს ფეხბურთელები მე შევარჩიე და მუშაობას მათთან გავაგრძელებ"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ნორვეგიასთან მატჩის (0:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, მას სჯერა მისი ფეხბურთელების და მუშაობას მათთან ერთად გააგრძელებს.

„პირველი გოლის თავიდან აცილება შეიძლებოდა, შემდეგ კი, სივრცეები გავხსენით და მათ ჰყავთ ინდივიდუალურად მაღალი დონის მოთამაშეები, რამაც სირთულეები შეგვიქმნა. 2:0-ის შემდეგ, როცა მათ უკან დაიხიეს, ჩვენთვის სივრცეების მოძებნა ძნელი გახდა.

ეს არის მოთამაშეების ჯგუფი, რომელიც მე ავირჩიე და ამ ჯგუფთან ერთად გავაგრძელებ მუშაობას, გარკვეულ ასპექტებში უნდა მოვუმატოთ. პრეზიდენტთან ვისაუბრებ. ასეთი თამაშის შემდეგ საკუთარ თავს რამდენიმე შეკითხვას უსვამ და ხვდები, რომ არსებობს სირთულეები, რომლებიც უნდა გადაიჭრას“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიამ შესარჩევ ეტაპზე პირველი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ჯგუფში პირველობა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა უკვე ძალიან გაუჭირდება, რადგან ნორვეგიას 9 ქულა აქვს, ჯგუფში კი, სხვა ნაკრებები ძალიან სუსტები არიან (ისრაელი, ესტონეთი და მოლდოვა), შესაბამისად, რთულად წარმოსადგენია, ნორვეგიამ ქულები დაკარგოს. იტალიას შანსი მეორე ადგილით ექნება, საიდანაც პლეი-ოფში გადაინაცვლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.191826