სხვა

16:17 | 2.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბეისბოლში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა

ბეისბოლში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართა, ემზარ სალუქვაძის სახელობის სპორტულ არენაზე. შეჯიბრებაში 15 წლამდე ასაკის მოზარდებისგან შემდგარი, ოთხი გუნდი მონაწილეობდა. ფინალურ შეხვედრაში, „თბილისის მგლებმა“ „თბილისის ზღვის“ გუნდი 12:5 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ბეისბოლის ფედერაციის პრეზიდენტის, ვახტანგ ნორაკიძის განცხადებით, ფედერაციის მიზანია, სპორტის ეს სახეობა საქართველოში კიდევ უფრო პოპულარული გახდეს და მომდევნო ტურნიერბზე მეტმა გუნდმა იასპარეზოს.

მისი თქმით, ჩემპიონატში გამორჩეული სპორტსმენებისგან დაკომპექტდება ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც საერთაშორისო ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097268