ფეხბურთი

12:59 | 28.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

სიმონ ინძაგი შეთავაზებას დათანხმდა და "ინტერს" ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დატოვებს

მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ "ნერაძურის" დატოვებს და სამწვრთნელო კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საშა ტავოლიერი ავრცელებს. მისი თქმით, ინძაგი "ალ-ჰილალის" შეთავაზებას დათანხმდა, რომლის მიხედვითაც იტალიელი სპეციალისტი წელიწადში ხელფასის სახით 25 მილიონ დოლარს მიიღებს. ჟურნალისტის თქმით ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დადასტურდება.

შეგახსენებთ, რომ სიმონე ინძაგი "ინტერს" 2021 წლიდან წვრთნის, რა დროშიც მილანურმა კლუბმა სკუდეტო (1), ქვეყნის თასი (2) და სუპერთასი (3) მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159734