ფეხბურთი

1:45 | 27.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: "ბრაზილიის ნაკრებში მუშაობა ჩემთვის პატივია, აქ მეექვსე მუნდიალისთვის მომიყვანეს"

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში კარლო ანჩელოტიმ პირველი პრესკონფერენცია გამართა. ის მედიის წინაშე წარადგინეს.

ანჩელოტიმ თქვა, რომ მისთვის ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი პატივი და პასუხისმგებლობაა, რადგან იცის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მოსაგებად მიიწვიეს:

„ჩემთვის პატივია მსოფლიოში საუკეთესო ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა. ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონი ხუთჯერ გახდა და მეექვსეს მოსაგებად მე ამირჩია. ამ პასუხისმგებლობას სიამოვნებით ვიღებ, ეს სამსახური დიდი პასუხისმგებლობაა. გამოწვევა ძალიან დიდია. ვეცდები უმაღლეს დონეზე ვიმუშაო.

იტალიის ნაკრებიდან შეთავაზება არასდროს მქონია, იტალიას ახლა შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც ჩემი მეგობარია. ინტერესი ბრაზილიიდან არსებობდა და ძალიან ვამაყობ, რომ აქ ვარ, რადგან ისტორია ამბობს, რომ ეს მსოფლიოში უძლიერესი ეროვნული ნაკრებია“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით პირველ მატჩს 5 ივნისს, სტუმრად ეკვადორის ნაკრებთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090891