ფეხბურთი

17:01 | 16.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ჩემი მიზანი გუნდის დახმარებაა, ფეხბურთელების გაუმჯობესება კი - მოტივაცია"

„პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში „ოსერს“ უმასპინძლებს. მატჩამდე მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა:

“ლიგა 1-ის ერთი მატჩი და ორი ფინალი გვაქვს დარჩენილი. სეზონი სრულდება, ვეცდებით, რომ კარგი მატჩი ჩავატაროთ, რათა ორი ფინალისთვის მოვემზადოთ და ფინალებისთვის ყველა ფეხბურთელი საუკეთესო ფორმაში იყოს, ეს რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. ახლა სეზონის საუკეთესო მომენტში ვართ, რაზეც ვოცნებობდით.

ლიგა 1-ში წელს უკეთ გამოვედით, ვიდრე შარშან, განსხვავება უზარმაზარია, მაგრამ არ მახსოვს არცერთი მარტივი გასვლითი თამაში, მიმდინარე და არც წინა სეზონში. ძალიან კარგები ვიყავით.

გასული სეზონიდან ახალგაზრდული გუნდი გვყავს, მაგრამ გამოცდილიც, ეს სრულიად თავსებადია. ფიქრობთ, რომ გამოცდილი ადამიანები შეცდომებს არ უშვებენ? ეს შეიძლება მათაც დაემართოთ. თუმცა, შევძელით ახალგაზრდების და გამოცდილების ნაზავის მიღება, ეს პრობლემა არ არის, პირიქით, დადებითია.

დიახ, ეჭვგარეშეა, რომ ყოველდღე რაღაცას ვსწავლობ. იმ დღეს, როცა სწავლას შევწყვეტ, შევჩერდები და სახლში წავალ. საფეხბურთო კარიერა 34 წლის ასაკში დავასრულე, ბევრი შეცდომა დავუშვი, რასაც აღარ ვუშვებ და ეს არის გზავნილი, რომელსაც ფეხბურთელებს ვეუბნები: „თქვენ შეგიძლიათ ყოველდღე ისწავლოთ“. ჩემი მთავარი მიზანი გუნდის დახმარებაა. ფეხბურთელების გაუმჯობესება ჩემი მოტივაციაა.

გუნდშ განწყობა? ფეხბურთელების სულისკვეთება უკეთესი ვერ იქნება, ეს ყველა ვარჯიშზე ჩანს. ძალიან კარგი სულისკვეთების მქონე გუნდი ვართ. როდესაც ორ ფინალს უახლოვდები, შეუძლებელია უკეთესი სულისკვეთება გქონდეს, ვიდრე ახლა გვაქვს, ჩვენს ყველა ფეხბურთელს სურს აჩვენოს, რომ ამ დონეზე თამაში შეუძლია. შესანიშნავი კვირები იქნება ფეხბურთელებისთვის, ფანებისთვის, ყველასთვის“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ოსერის“ მატჩი 17 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159902