კალათბურთი

22:53 | 11.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 9 ქულა სერია A-ში, "ვირტუსმა" რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა

იტალიის სერია A-ს რეგულარული სეზონის ბოლო ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ „ტრაპანი“ დაძაბულ ბრძოლაში, 101:96 დაამარცხა.

მატჩის ბედი ოვერ-ტაიმში გადაწყდა, რომელიც ბოლონიელებმა 12:7 მოიგეს.

თორნიკე შენგელიამ 25 წუთში 9 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 1 სამქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 ორქულიანი ააცილა.

„ვირტუს ბოლონიამ“ 23 მოგებით და 7 წაგებით რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფის პირველ სტადიაზე მერვეადგილოსან „ვენეციას“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096974