ამსტერდამის „აიაქსი“ სამი ტურის წინ ნიდერლანდების ჩემპიონატს 9-ქულიანი უპირატესობით ლიდერობდა და თითქოს, ჩემპიონობასთან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო სამ ტურში ერთადერთი ქულა მოიპოვა.
შედეგად, ფრანჩესკო ფარიოლის გუნდის ჩემპიონობა უკვე სათუო გახდა. „აიაქსმა“ ორი ჯერ „უტრეხტთან“ 0:4 წააგო, შემდეგ „სპარტას“ შინ ვერ მოუგო (1:1) და დღეს, ისევ საკუთარ მოედანზე „ნაიმეგენთან“ 0:3 განადგურდა!
პსვ ეინდჰოვენმა ამით დიდებულად ისარგებლა, ამ სამ ტურში 8 ქულა აღმოფხვრა (9 ქულა მოიპოვა, „აიაქსის“ 1 ქულის საპირწონედ). ერედივიზიონში კიდევ ორი ტური დარჩა, სხვაობა ერთი ქულაა. მომდევნო ტურში „აიაქსი“ „გრონინგენს“ ესტუმრება, პსვ „ჰერაკლესს“ უმასპინძლებს.









