ფეხბურთი

11:03 | 11.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "პსჟ-ს მაისურით მოედანზე გატარებული ყოველი წუთი მნიშვნელოვანია"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „მონპელიესთან“ მატჩის (4:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, პსჟ-ს მაისურით ნათამაშები ყოველი წუთი მნიშვნელოვანია:

„უცნაური თამაში იყო, რადგან არც „მონპელიეს“ და არც ჩვენ განსაკუთრებული მოტივაცია არ გვქონდა. ეს მატჩი უპირველესად იმის დემონსტრირებას ემსახურებოდა, რომ პსჟ-ს მაისურით მოედანზე გატარებული ყოველი წუთი მნიშვნელოვანია. ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი იყო. პირველი ტაიმი რთული გამოდგა, მეორე ნახევარში გაცილებით უკეთესები ვიყავით.

ძალიან კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, კარგი სამუშაო გავწიეთ. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელით ვითამაშეთ და სერიოზული მატჩი ჩავატარეთ. ეს საუკეთესო გზაა მომდევნო მატჩებისთვის მოსამზადებლად. სტუმრად თამაში ადვილი არ არის. ადვილი არ იყო იმიტომაც, რომ სატურნირო მოტივაცია გუნდს არ ჰქონდა. თუმცა, როგორც ყოველთვის, „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით, კონცენტრირება უნდა შეგვენარჩუნებინა. ბედნიერი ვარ, ახლა რამდენიმე დღით უნდა დავისვენოთ, სანამ ბოლო ტურის მატჩს ჩავატარებთ.

რამოშის ჰეთ-თრიქი შესანიშნავია, ერთ წუთს თამაშობს თუ საერთოდ არ თამაშობს, ის ყოველთვის საუკეთესო ფორმაშია. ის ფეხბურთელი, რომელიც გუნდისთვის გარანტიაა.

„ოსერთან“ ისევ როტაცია? ვნახოთ, კარგად შემუშავებული გვაქვს, კვირაში მხოლოდ ერთი მატჩი გვიწევს, ფეხბურთელების დასვენება საჭიროებისამებრ ხორციელდება, თუმცა, ჯერ ამის შესახებ მათ ვეუბნები, არა ჟურნალისტებს“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო მატჩი 17 მაისს, საკუთარ მოედანზე „ოსერთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087643