ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან საპასუხო ნახევარფინალური მატჩის წინ გუნდის განწყობაზე ისაუბრა. პირველი შეხვედრა პარიზული კლუბის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
„აღფრთოვანება, ჟრუანტელი, სურვილი, ეს დღე მალე დადგეს, განცდა, რომ მომზადებული ხარ, ძალიან დარწმუნებული და იცი, რომ გაქვს შესაძლებლობა ითამაშო ჩემპიონთა ლიგის ფინალში. და როდესაც ამ ეტაპს მიაღწევ, ამისთვის ყველაფერი უნდა გაიღო.
ვხედავ, როგორ იბრძვის გუნდი და ჟრუანტელი მივლის. რადგან ბევრი ძლიერი მხარე გვაქვს, იმ დღეს თამაში ძალიან დაძაბული იყო და ვერ მოვიგეთ. მაგრამ მეორე შეხვედრის მიმართ ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - ციტირებს არტეტას სიტყვებს ESPN.
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩი ხვალ, 7 მაისს, პარიზში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით დროით 23:00 საათზე დაიწყება.









