ფეხბურთი

11:37 | 4.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "გრაფიკსა და იმ მატჩებს უნდა მოვერგოთ, რაც გვაქვს"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „სტრასბურთან“ მატჩის (1:2) შემდეგ ისაუბრა.

ესპანელმა სპეციალისტმა შემადგენლობა მთლიანად გადაახალისა, რადგან პსჟ საფრანგეთის ჩემპიონი კარგა ხნის წინ გახდა, შესაბამისად, ახლა მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზეა გადართული. ლუის ენრიკე თავისი გუნდის თამაშით მარცხის მიუხედავად კმაყოფილი იყო:

„მინდა ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდით და მათი თამაშით. ძლიერი მეტოქე გვყავდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, ფიზიკურად და ტექნიკურად ძლიერი გუნდია. თამაში აკადემიის ოთხი ფეხბურთელით დავიწყეთ, მათი თამაშით კმაყოფილი ვარ. ძალიან მაღალი დონის მატჩი იყო, როგორც ყველა თამაში ლიგა 1-ში. ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისთვის კარგი სამზადისი იყო, ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც წარმომედგინა, შედეგის გარდა. ფრესთან ახლოს ვიყავით, გვქონდა მომენტები და შეგვეძლო გათანაბრება.

არტეტამ დღეს 9 ფეხბურთელი ათამაშა ძირითადი შემადგენლობიდან და მე მხოლოდ ერთი? ყველას თავისი მეთოდი აქვს, როგორ უნდა მართოს გუნდი და მისი ფიზიკური კონდიციები. ყველას განსხვავებული გრაფიკი, განსხვავებული სიტუაცია აქვს. არ ვიცი, რა არის საუკეთესო, მიკელ არტეტას თავისი გზა აქვს, ლუის ენრიკეს კი - თავისი. ამ თემაზე დასამატებელი არაფერი მაქვს, გრაფიკსა და იმ მატჩებს უნდა მოვერგოთ, რაც გვაქვს. ვნახავთ, ამით ვინ ისარგებლებს“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო მატჩს 7 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „არსენალის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090499