„რეალ მადრიდის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა ესპანეთის თასის ფინალში „ბარსელონასთან“ (2:3) მარცხის შესახებ ჟურნალისტებს შთაბეჭდილებები გაუზიარა.
„ბოლომდე ძალიან თანაბარი მატჩი იყო, მაგრამ „ბარსელონას“ ამჯერად ცოტა მეტი იღბალი ჰქონდა.
„ხშირად ფინალებში ბედი გვიღიმოდა, მაგრამ ამჯერად, სამწუხაროდ, ყველაფერი სხვაგვარად გამოვიდა“, - ციტირებს კროოსის სიტყვებს Madrid Xtra.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ „რეალს“ დამატებით დროში მოუგო. ეს უკვე ზედიზედ მესამე „ელ კლასიკოა“, რომელშიც კატალონიელებმა მადრიდის გუნდი დაამარცხეს.






