ფეხბურთი

20:16 | 24.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

არტეტა "არსენალის" ფანებს: "სტადიონზე მოდით ბუცებით, შორტებით, მაისურებით, პსჟ-ს ერთად ვეთამაშოთ"

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩის წინ ფანებს მიმართა.

მან მოუწოდა გულშემატკივრებს, რომ პსჟ-ს წინააღმდეგ გუნდთან ერთად ითამაშონ:

„მინდა ვუთხრა ჩვენს გულშემატკივრებს, რომ პსჟ-ს წინააღმდეგ ყველა ბურთისთვის ჩვენთან ერთად ითამაშონ. წამოიღეთ სტადიონზე ბუცები, წვივსაფრები, შორტები, მაისურები! მოდით, სამშაბათ საღამოს ყველამ ერთად ვითამაშოთ, რათა „ემირეითსზე“ ერთ-ერთი ყველაზე საოცარი საღამო გვქონდეს“, - თქვა არტეტამ.

შეგახსენებთ, რომ „არსენალისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 29 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.174933