„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ვულვზის“ თავდამსხმელის, მათეუშ კუნიას შეძენას ცდილობს.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და „იუნაიტედი“ ბრაზილიელი ფორვარდისთვის რბოლას ლიდერობს. პირობები განიხილება, რადგან ინგლისურ გრანდში იციან, რომ კუნიას მიმართ ინტერესს ბევრი კლუბი იჩენს, შესაბამისად, ფეხბურთელის ფასი 62 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტია.
კუნიას და „მანჩესტერს“ შორის საწყისი მოლაპარაკებების შემდეგ კარგი განწყობაა.
25 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 31 მატჩში 16 გოლი გაიტანა. ის „ვულვზის“ გარდა, „ატლეტიკოს“, „ჰერტას“, „ლაიფციგის“ და „სიონის“ ღირსებას იცავდა.






