ფეხბურთი

21:06 | 19.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

„სამგურალმა“ „თელავი“ გაანადგურა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-9 ტურში დღეს, 19 აპრილს ოთხი შეხვედრა ტარდება, სამი უკვე დამთავრდა. „იბერიამ“ „გაგრას“ სტუმრად ირაკლი სიხარულიძის გოლით 0:1 მოუგო, „ბათუმმა“ „კოლხეთს“ 0:2 (გოლები ლუკა წულუკიძე, ჯალენ ბლესა), ხოლო „სამგურალმა“ „თელავი“ 7:0 გაანადგურა.

წყალტუბოელთაგან დუბლი მიითვალა ლუკა ხორხელმა (ერთი გოლი პენალტით), თითოც ჟან კარლოსმა, ლაშა შერგელაშვილმა, დავით მუჯირმა, დემურ ჩიხლაძემ და ირაკლი ჯანჯღავამ შეაგდეს.

23 ქულით სატურნირო ცხრილს ისევ ერთპიროვნულად ლიდერობს „იბერია,“ „ბათუმს“ 21 ქულა მოუგროვდა და მეორე ადგილზეა, 17-ქულიანი „დილა“ კი - მესამეზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.115174