ფეხბურთი

10:33 | 11.04.2025 | ნანახია 274 - ჯერ

რაიან ჩერკი: "მანჩესტერში მოსაგებად და შემტევი ფეხბურთის სათამაშოდ მივდივართ"

"ლიონის" ფეხბურთელმა რაიან ჩერკიმ მანჩესტერ "იუნაიტედთან" ფრედ დასრულებული მატჩის (2:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ის თავისი გუნდის შესაძლებლობებში დარწმუნებულია და მისი განცხადებით მანჩესტერში მხოლოდ გამარჯვებისთვის ჩავლენ.

"მათი შემადგენლობა და თამაშის ტილი დაცვითი იყო და ცდილობდნენ მეორე ნომრად თამაშს, რადგან ჩვენი ეშინოდათ. ვფიქრობ მანჩესტერი კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ ბევრად უკეთესები ვიყავით და მოგებას ვიმსახურებდით. ინგლისში მხოლოდ მოსაგებად და შემტევი ფეხბურთის სათამაშოდ მივდივართ." - განაცხადა ჩერკიმ.

გეტყვით, რომ რაიან ჩერკი იყო ის ფეხბურთელი, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხა გოლის გატანა და საკუთარი გუნდი წაგებისგან იხსნა. ბოლო, მეხუთე კომპენსირებულ წუთზე შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ მიქაუტაძემ დაარტყა კარში, ანდრე ონანამ ბურთი ცხვირწინ მოიგერია და დამატებაზე რაიან შერკიმ გაიტანა - 2:2.

ცნობისთვის, მანჩესტერ "იუნაიტედისა" და "ლიონის" განმეორებითი შეხვედრა 17 აპრილს გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064846