ფეხბურთი

9:49 | 11.04.2025 | ნანახია 427 - ჯერ

რუბენ ამორიმი: "იმედგაცრუებულები ვართ, მოგება ბოლო წუთზე გავუშვით ხელიდან"

მანჩესტერ "იუნაიტედი" ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ლიონს" სტუმრად დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

მატჩის შემდეგ ინგლისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმიმ ჟურნალისტებთან საუბრისას შეხვედრა შეაფასა და განაცხადა, რომ იმედგაცრუებულები არიან.

"იმედგაცრუებულები ვართ, რადგან შეგვეძლო საპასუხო მატჩის წინ ერთ ბურთიანი უპირატესობა გვქონოდა, მაგრამ ბოლო წუთზე გავუშვით. მთლიან თამაშს რაც შეეხება, კმაყოფილი ვარ, ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს. ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება, ვეცდებით საკუთარ მოედანზე მოვიგოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ონანას შეცდომა? როდესაც ერთი მოთამაშე უშვებს შეცდომას, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი გუნდი უშვებს შეცდომას. ჩვენ ასე ვმუშაობთ და ამ მიდგომას გავაგრძელებთ. ახლა ფოკუსირება პრემიერლიგის შემდეგ შეხვედრაზე უნდა გადავიტანოთ და შრომა გავაგრძელოთ." - განაცხადა ამორიმმა.

შეგახსენებთ, რომ "ლიონის" ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა, კარგი მატჩიც ჩაატარა, განსაკუთრებით მეორე ტაიმი, როცა თითქმის ყოველთვის სახიფათო იყო და „ლიონის“ მეორე გოლშიც დიდი წვლილი შეიტანა.

ცნობისთვის, მანჩესტერ "იუნაიტედისა" და "ლიონის" განმეორებითი შეხვედრა 17 აპრილს გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120249
სარეკლამო ადგილი - 99
X x X