ფეხბურთი

1:27 | 11.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

პოლ რობინსონი: "კვარაცხელია შეუჩერებელი იყო, დისასიმ არ იცოდა რა გაეკეთებინა"

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ პოლ რობინსონმა პსჟ-„ასტონ ვილას“ მატჩზე (3:1) ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელი იყო:

„კვარაცხელია აბსოლუტურად შეუჩერებელი იყო. ზოგჯერ მასთან ახლოსაც კი ვერ მიდიოდნენ. უნაი ემერიმ შესვენებაზე მატი კეში მოედნიდან გაიყვანა და აქსელ დისასით შეცვალა, მაგრამ დისასი თამაშის ტემპს ვერ აჰყვა, არ იცოდა, რა გაეკეთებინა. კვარაცხელიამ მას ყოველ ჯერზე აჯობა. შემდეგ კვარაცხელია მარჯვნივ გადავიდა და დისასის ბარკოლასთანაც პრობლემები ჰქონდა, იგივე ხდებოდა. „ასტონ ვილას“ დაცვის მარჯვენა ფლანგზე ნამდვილად უჭირდა“, - აღნიშნა რობინსონმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლით, 4 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი, ქართველის აქტივში 5 მატჩში ორი გოლი და ერთი საგოლე პასია.

„ასტონ ვილა“ – „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 15 აპრილს, ბირმინგემში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064424
სარეკლამო ადგილი - 99
X x X