ფეხბურთი

3:55 | 10.04.2025 | ნანახია 1634 - ჯერ

კაპელო: "კვარაცხელიას თავისუფლება სჭირდება, ახლა ჩარჩოებში ნაკლებადაა მოქცეული"

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მან კომენტარი პსჟ-სა და „ასტონ ვილას“ მატჩის (3:1) შემდეგ გააკეთა და კვარას თამაშს ასეთია ანალიზი გაუკეთა:

„ვნახეთ ფეხბურთელი, რომელიც „ნაპოლიდან“ გვახსოვდა. ადვილი არ იყო, ორგანიზებული მეტოქის წინააღმდეგ, მაგრამ მან ყველა თავისი თვისება გამოავლინა. „ნაპოლიში“ აღარ სურდა სირბილი და თავის გაწირვა. ახლა კი, ჩვენ ისევ ვნახეთ სხვა დონის მოთამაშე, რომელმაც ლამაზი გოლი გაიტანა, მაგრამ მთლიანად შესანიშნავი თამაში ჩაატარა.

ის ყველა სიტუაციაში დაბრუნდა, თავისუფალია, ყველა პოზიციაზე თამაშობს და არა მხოლოდ მარცხნივ, როგორც „ნაპოლიში“. ნაკლებად არის ჩარჩოებში მოქცეული, მას თავისუფლება სჭირდება“, - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლით, 4 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი, ქართველის აქტივში 5 მატჩში ორი გოლი და ერთი საგოლე პასია.

„ასტონ ვილა“ – „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 15 აპრილს, ბირმინგემში გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060276
2883