NBA-ში მორიგი მატჩი ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილის "სან ანტონიომ", რომელიც "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს" ესტუმრა და 109:120 დამარცხდა.
სანდრო მამუკელაშვილმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე 12:54 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში ქართველის აქტივში მხოლოდ 2 შედეგიანი გადაცემა იყო. სანდრომ 3 სამქულიანი ისროლა, თუმცა სამივეჯერ მცდელობა არაზუსტი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ "სან ანტონიოს" 32 მოგება და 46 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება. მამუს გუნდი შემდეგ მატჩს 9 აპრილს "ლოს ანჯელეს კლიპერსის" წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია