„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სერჟიო კონსეისაომ „ფიორენტინასთან“ მატჩის (2:2) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, მისი ფეხბურთელები ისეთ შეცდომებს უშვებენ, რაც ბავშვობაში ისწავლება.
„ბევრ ინდივიდუალურ შეცდომას ვუშვებთ, არა მარტო დაცვაში, ვცდილობთ ვიმუშაოთ და ყველაფერი გამოვასწოროთ. ასეთ რაღაცებს ფეხბურთელები ბავშვობაში სწავლობენ. ბევრ მომენტს ვქმნით, თუმცა, ბევრ მომენტს ვაფუჭებთ.
საწყისი 20-25 წუთი ძალიან ცუდი იყო, პასუხისმგებლობა ჩემია, რადგან მწვრთნელი მე ვარ. „ინტერთან“ განსხვავებული მიდგომით ვითამაშეთ და 90 წუთის განმავლობაში კონცენტრირებული ვიყავით, დღეს ასე არ იყო. მენტალიტეტი და ხასიათი, რომლითაც მოედანზე უნდა გავიდეთ, ყოველთვის ძლიერი უნდა იყოს“, - თქვა კონსეისაომ.
შეგახსენებთ, რომ „მილანი“ სერია A-ში 31 ტურის შემდეგ 48 ქულით მეცხრე ადგილზეა.






