ფეხბურთი

0:49 | 6.04.2025 | ნანახია 196 - ჯერ

"მილანმა" "ფიორენტინასთან" 0:2-დან ქულა მაინც მოიპოვა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს 31-ე ტურში „მილანმა“ „ფიორენტინას“ უმასპინძლა და თამაში ძალიან საინტერესო გამოდგა.

„როსონერისთვის“, რომელსაც ისედაც ძალიან ცუდი სეზონი აქვს, მატჩი კატასტროფულად დაიწყო: მე-10 წუთზე უკვე 0:2 მარცხდებოდა. მალიკ ჩაოს ავტოგოლითა და მოიზე კინის გოლებით „იები“ ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ წინ.

თუმცა, ერთადერთი, რაც სერჟიო კონსეისაოს „მილანს“ დადებითად ახასიათებს, ქამბექია, რაც ბევრჯერ მოახერხა და ამჯერადაც შეძლო თამაშის გადარჩენა. პირველივე ტაიმში ტამი აბრაჰამმა შეამცირა სხვაობა, ხოლო მეორე ტაიმის შუაში ლუკა იოვიჩმა გაათანაბრა - 2:2.

დარჩენილ დროში ორივე გუნდს ბევრი მომენტი ჰქონდა, თუმცა, მაიკ მენიო და დავიდ დე ხეა შესანიშნავად ირჯებოდნენ და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

„მილანი“ 48 ქულით მხოლოდ მეცხრე ადგილზეა, ხოლო „ფიორენტინას“ 52 ქულა აქვს და მერვე პოზიციას იკავებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.07051