ბოსნიის ჩემპიონატის 24-ე ტურში „სარაევომ“ სტუმრად „გოსკ გაბელა“ 2:0 დაამარცხა, ხოლო ერთი გოლი ვასილიოს გორდეზიანმა გაიტანა.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფორვარდი გიორგი გულიაშვილის არყოფნაში, რომელიც ტრავმირებულია, ძირითად შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე თავური დარტყმით გახსნა ანგარიში. ეს მისი მეორე გოლია (ოთხ მატჩში) „სარაევოში“, რომელსაც ცოტა ხნის წინ შეუერთდა.
ბოსნიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას 16 გოლით გულიაშვილი ლიდერობს, რომელიც გუნდს 2-3 კვირაში უნდა დაუბრუნდეს.
„სარაევო“ 52 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 12 აპრილს, „ჟრინსკის“ უმასპინძლებს.