ფეხბურთი

0:28 | 6.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" შანსი: "ინტერმა" ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა და ქულები დაკარგა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს 31-ე ტურში „ინტერმა“ ქულები დაკარგა, რითაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეიძლება კიდევ უფრო დაიძაბოს.

სიმონე ინძაგის გუნდი აუტსაიდერ „პარმას“ ესტუმრა, რომელსაც პირველი ტაიმის შემდეგ მატეო დარმიანისა და მარკუს ტურამის გოლებით 2:0-ს ამარცხებდა. თუმცა, მეორე ნახევარში თამაში შეიცვალა.

9-წუთიან ინტერვალში „პარმამ“ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სულაც მოგება შეეძლო, მასპინძლებმა რეალური მომენტი ვერ გამოიყენეს. საბოლოოდ, ფრე - 2:2.

„ინტერს“ 68 ქულა აქვს და ამ ტურის მერეც ლიდერი იქნება, მაგრამ ორშაბათს, „ნაპოლი“ „ბოლონიას“ თუ დაამარცხებს, კონკურენტებს შორის სხვაობა ერთადერთი ქულა იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063631