გიორგი კვერნაძემ „ფროზინონეში“ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა, იტალიის სერია B-ს 32-ე ტურში „კოზენცასთან“ შეხვედრაში (2:2) ის საგოლე პასით გამოირჩა.
ზოგადად, გიორგი მოედანზე გატარებულ 68 წუთში ძალიან აქტიური იყო და გოლის გატანაც შეეძლო, მეკარემ აჯობა. იტალიურმა გამოცემებმა მისი თამაში დადებითად შეაფასეს:
Calciofrosinone – 6.5 ქულა: „მისი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი, ეკალი „კოზენცას“ დაცვის მარჯვენა ფლანგზე“.
Tuttofrosinone – 7 ქულა: „დამანგრეველი შეტევის მარცხენა ფლანგზე, სადაც „კოზენცას“ გამუდმებით უჭირდა. დარბოს გოლში მან საგოლე პასი მიითვალა“.
შეგახსენებთ, 22 წლის გიორგი კვერნაძეს სერია B-ს მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 4-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. აღსანიშნავია, რომ გიორგი მხოლოდ 9-ჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში. „ფროზინონე“ 32 ტურის შემდეგ 37 ქულით მე-12 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 13 აპრილს, სტუმრად „ჩეზენასთან“ გამართავს.