ფეხბურთი

22:04 | 5.04.2025 | ნანახია 305 - ჯერ

ეროვნული ლიგა: „იბერია“ პირველ ადგილზე დაბრუნდა

დღეს, 5 აპრილს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა. გვიან მატჩში მოქმედმა ჩემპიონმა „იბერიამ“ ფოთის „კოხეთი“ 4:0 დაამარცხა და რამდენიმე საათის წინ დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა.

გამარჯვებულთაგან გოლები გიზო მამაგეიშვილმა, იური ტაბატაძემ (პენალტით), ივა გელაშვილმა და სურინალემა დორასო კლასმა გაიტანეს.

ახლა „იბერას“ 12 ქულა მოუგროვდა და გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, 12 ქულა აქვს ბათუმის „დინამოს“ და მეორე ადგილზეა, 11-11 ქულიანი თბილისის „დინამო“ და „დილა“ მე-3-4 ადგილებს იყოფენ.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:40 | 05.04.2025
vaxo_5 (554)

/ახლა „იბერას“ 12 ქულა მოუგროვდა და გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, 12 ქულა აქვს ბათუმის „დინამოს“ და მეორე ადგილზეა./ ???

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062485