ფეხბურთი

21:50 | 5.04.2025 | ნანახია 0 - ჯერ

ესპანური მედია: "გიგანტი მამარდაშვილი, რომელმაც "ლივერპულის" მენეჯერებიც გაახარა"

ესპანეთის ლა ლიგის 30-ე ტურში „ვალენსიამ“ მადრიდის „რეალი“ 2:1 დაამარცხა და 2008 წლის შემდეგ პირველად მოიგო „სანტიაგო ბერნაბეუზე“.

ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა გიორგი მამარდაშვილი, რომელიც შესანიშნავი იყო. ესპანურმა მედიამ ქართველი მეკარის თამაში შეაფასა:

AS: „გიგანტი მამარდაშვილი, შესანიშნავი თამაში. მან ქულები მოიპოვა და „ლივერპულის“ მენეჯერები გაახარა, რომლებმაც მასთან კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტეს. ვინისიუსის პენალტზე კუთხე გამოიცნო, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელის პენალტი ზედმეტად რთული არ ყოფილა. შემდეგ მბაპეს დარტყმა მოიგერია, მაგრამ საუკეთესო სეივის დრო 70-ე წუთზე მოვიდა. ვალვერდეს დარტყმა ბრწყინვალე სტილში მოიგერია“.

Eldesmarque: „პენალტი მოიგერია, შემდეგ კიდევ ერთი რთული დარტყმა, ეს მხოლოდ პირველ ტაიმში. მეორე ტაიმშიც გუნდი სამჯერ გადაარჩინა. შთამბეჭდავი“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. მან 8 დარტყმა მოიგერია, მათ შორის - პენალტიც. „ვალენსია“ ბოლო ხუთ ტურში დაუმარცხებელია (3 მოგება, 2 ფრე), 34 ქულა დააგროვა და მე-15 ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩს 11 აპრილს, „სევილიასთან“ შინ გამართავს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066427
სარეკლამო ადგილი - 99
X x X