ფეხბურთი

21:29 | 5.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი: "დიდი და მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო"
"ყველას გვაქვს ცუდი დღეები, მაგრამ უნდა მეჩვენებინა ვინ ვარ"

„ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა მადრიდის „რეალთან“ საოცარი თამაშისა და გამარჯვების (2:1) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო.

„ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, დიდი გუნდის წინააღმდეგ. ეს პირველი მოგებაა „ბერნაბეუზე“ 2008 წლის შემდეგ. დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ, როგორც დაცვაში, ასევე, შეტევაში. ახალგაზრდები ვართ, მაგრამ ძლიერები. ლა ლიგაში ვართ და ასეთი მენტალიტეტით უნდა ვითამაშოთ.

ყველას გვაქვს ცუდი დღეები, მაგრამ ყოველთვის მინდა ვაჩვენო, ვინ ვარ. დღეს კი, ვფიქრობ, ეს ვაჩვენე, ამიტომ ბედნიერი ვარ. ასე უნდა გავაგრძელო”, - თქვა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. მან 8 დარტყმა მოიგერია, მათ შორის - პენალტიც. „ვალენსია“ ბოლო ხუთ ტურში დაუმარცხებელია (3 მოგება, 2 ფრე), 34 ქულა დააგროვა და მე-15 ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩს 11 აპრილს, „სევილიასთან“ შინ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061414